გერმანიისა და იტალიის გადაწყვეტილება

21.05.2022 01:21

გერმანიამ და იტალიამ რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს რუსულ რუბლში ანგარიშების გახსნის უფლება მისცეს. ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გერმანიის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ადგილობრივ იმპორტიორ კომპანიებს აცნობა რუსული რუბლის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე. წყაროს ინფორმაციით, გერმანია ამ საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებდა. ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც. სააგენტოს წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობამ ეს საკითხი ევროკომისიასთან განიხილა და მიიღო განმარტებები, თუ როგორ უნდა იყიდონ რუსული გაზი ლეგალურად. როგორც „როიტერი“ წერს, ბრიუსელმა გამოაქვეყნა ორი წერილობითი ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს რუსული გაზის შეძენა სანქციების დარღვევის გარეშე. მედიის წყაროების ცნობით, ბრიუსელის მიერ შეთავაზებული ლეგალური მარშრუტი ბუნდოვანია და კომპანიებს ურჩევენ, არ გახსნან რუბლის ანგარიშები „გაზპრომბანკთან“. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ინსტრუქციები ბიზნესისთვის კარს ღიას ტოვებს, თუმცა ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კომპანიებს შეეძლებათ ბუნებრივი აირის შეძენა, ზოგს კი არა, საფრთხეს უქმნის ევროპის ერთიანობას რუსეთის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მანამდე პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები კიევში
01:48

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები კიევში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კარლეს პუიჩდემონის სასამართლო
02:56

კარლეს პუიჩდემონის სასამართლო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტის თავმჯდომარის წერილი
00:51

პარლამენტის თავმჯდომარის წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის ჩემპიონატების მიმოხილვა
31:13

ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის ჩემპიონატების მიმ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - კუბელი ექიმები პანდემიის წინააღმდეგ / კორონაბონდები: ორ ბანაკად გაყოფილი ევროპა
27:02

42° პარალელი - კუბელი ექიმები პანდემიის წინააღმდეგ / კორონაბ...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - კორონაბონდები: ორ ბანაკად გაყოფილი ევროპა
26:47

42° პარალელი - კორონაბონდები: ორ ბანაკად გაყოფილი ევროპა

პირველი არხი - 42-ე პარალელი

ბენედიქტე XVI-ის დაკრძალვა
01:05

ბენედიქტე XVI-ის დაკრძალვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - კორონაბონდები: ორად გაყოფილი ევროზონა
03:51

42° პარალელი - კორონაბონდები: ორად გაყოფილი ევროზონა

პირველი არხი - 42-ე პარალელი

ყველა ვიდეო