მერია სკოლებში ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტაზე ფიქრობს
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მერიამ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, შპს „საქ-ავტოტრანსი 2014"-თან ხელშეკრულება გაწყვიტოს. ამის მიზეზად შენგელიამ ჟურნალისტებს კომპანიის მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დაასახელა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ 39-დან 24 სკოლაში ბავშვების ტრანსპორტირება შეფერხებით ხორციელდება. alt „მერია მაქსიმალურადაა ჩართული და ვმუშაობთ საკითხის გადასაჭრელად. ვცდილობთ, რომ მოკლე ვადებში გადავლახოთ საკითხი, რომ მოსწავლეებს ტრანპსორტი ყველა სოფელში შეუფერხებლად მოემსახუროს. ახლა ვართ მონიტორინგის რეჟიმში, მაგრამ თუ ორშაბათამდეც არ შეასრულებენ მოვალეობას სრულფასოვნად, უახლოეს დღეებში დავიწყებთ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურებს“, - აღნიშნა შენგელიამ. მისი ინფორმაციით, მძღოლები და კომპანია ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას. როგორც შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“-ის დრიექტორმა აბესალომ ჩუხუამ გვითხრა, მძღოლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ორშაბათამდე პრობლემის გადაჭრას მაქსიმალურად ეცდებიან. „მძღოლების ნაწილს ეშინია, რომ ძველ ხელფასს ვერ მიიღებენ, რადგან, როგორც ვიცი, დეკმებრის თვის ხელფასი არ აქვთ აღებული, ამიტომაც იკავებენ თავს. თუ ისე მოხდა, რომ ორშაბათამდე ეს საკითხი არ გადაწყდა, სხვა მძღოლებით ჩავანაცვლებთ, სხვა გზა არაა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჩუხუამ. სოფლებში სკოლებისთვის ტრანსპორტის მომსახურებაზე ტედნერი შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა და აღნიშნული მომსახურებისტვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 172 000 გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულს მოსწავლეების სახლიდან სკოლამდე ტრანსპორტირება 22 იანვრიდან ევალება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მერია საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში ყოველთვიურად სოც.დ...
Tbilisi City Hall Presscentre
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შ...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
ზუგდიდში სასკოლო ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარეს
Radio Atinati
რუსთავის მერი ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღებად მიმდინ...
RUSTAVI.GOV.GE
კვება სკოლებში
ახლობელი მედია
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ექიმის ინსტიტუტი აღდგება
TV4 BATUMI
სარეაბილიტაციო სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლებში.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მარნეულის საჯარო სკოლებში „ბოლო ზარისადმი“ მიძღვნილი ღონისძი...
Municipality of Marneuli