საქართველო-ევროკავშირი - ერთობლივი განცხადება

17.03.2021 01:05

ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ განცხადებაში წერია. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი საგარეო არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროკავშირმა მოუწოდა მხარეებს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა
01:02

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა

Georgian Government

საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება
02:07

საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილის და ვროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის ერთობლივი განცხადებები
13:05

სალომე ზურაბიშვილის და ვროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის ერთ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მოწოდება
01:57

აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მოწოდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება
02:36

ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება

MULTIMEDIA GE

ერთობლივი განცხადებები
05:48

ერთობლივი განცხადებები

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები
06:37

გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები

Giorgi Kvirikashvili

ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში
09:30

ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო