საქართველო-ევროკავშირი - ერთობლივი განცხადება
ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ განცხადებაში წერია. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი საგარეო არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროკავშირმა მოუწოდა მხარეებს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა
Georgian Government
საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის და ვროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის ერთ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება
MULTIMEDIA GE
ერთობლივი განცხადებები
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები
Giorgi Kvirikashvili
ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster