შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი

11.11.2019 03:45

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში. ადგილობრივები დასახლებაში „ჭიათურ-მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მიწისქვეშ მანგანუმის მოპოვების პროცესი მათ საცხოვრებელ სახლებს აზიანებს. კომპანიას სოფლის ტერიტორიაზე 11 საწარმო აქვს. „ჭიათურ-მანგანეზი“ ბრალდებებს სპეციალური ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევის პირველადი შედეგებით პასუხობს და საცხოვრებელი სახლების დაზიანებებს საბჭოთა პერიოდში მიმდინარე საწარმოო სამუშაოებს უკავშირებს. კომპანია ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო დასკვნას ელოდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: