„გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში\" -თემა ზუგდიდში განიხილეს
„გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში\" -- ამ თემას დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდა მიეძღვნა. შეხვედრა საქართველოს ინვალიდ--მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთაკავშირის ორგანიზებით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID ) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში და მის რეგიონებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ხელისშემშლელი პრობლემების და სტერეოტიპების გამოვლენას და მათი მოგვარების გზების დასახვას.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ სამეგრელო --ზემო სვანეთის ადგილობრივი აქტივისტი ლიდერი ქალები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლები, რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის და მასმედიის წარმომადგენლები.
დღევანდელ შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ რეგიონალური წარმომადგენელი მარინე დავითაია, საქართველოს ინვალიდ --მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის წარმომადგენლები, მანანა მებუკე და მაია კუპრავა--შერვაშიძემ.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/