პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება
„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. სხდომაზე საკითხის განხილვა მწვავე დებატების და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი სავალდებულო კვოტირების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს. „გირჩის“ ინიციატივას განსაკუთრებით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, ქალთა კვოტირების გაუქმება მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებში შედის და „გირჩი“ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, „გირჩს“ რეალურად ქალთა უფლებები და თანასწორობა არ აღელვებს და მათი მიზანი „ქართული ოცნების“ დახმარებით მომავალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრაა. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს „გირჩიც“ და „ქართული ოცნებაც“. გირჩში ფიქრობენ, რომ ქალებს პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად კაცების დახმარება არ სჭირდებათ და ქალთა კვოტირება და საარჩევნო სიაში მხოლოდ გენდერული ნიშნით ჩასმა ქალთა დისკრიმინაცია და შეურაცხყოფაა. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ გენდერული კვოტირება თავიდანვე დროებითი ზომა იყო და საპარლამენტო უმრავლესობისთვის დღეს ყველაზე პრიორიტეტული საკითხი ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა და ცესკოს დაკომპლექტებაა, რასაც „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, „ქართული ოცნება“ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს და დაჩქარებული წესით განიხილავს. სანაცვლოდ კი, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნდობას გამოუცხადებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გენდერული თანასწორობა პარტიულ სიებში
TV 25
გენდერული თანასწორობა პარტიულ სიებში
TV 25
წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიული სიები განდერულ ჭრილში
TV 25
ქალები პარტიულ სიებში
ტელეკომპანია ბორჯომი