სააკაშვილის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება

12/23/2017
Radio Atinati-ის მიერ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის ორგანიზებით ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ. მოვაჭრეებისა და მყიდველების ნაწილი სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით დოკუმენტს ხელს ნებაყოფლობით აწერს. ისინი სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინაში აღძრულ საქმეებს უკანონოს უწოდებენ.

„სირცხვილია, რომ ჩვენ არ ვიცავთ მას ისე, როგორც უკრაინაში. უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ხელისუფლებაში. ვაპროტესტებს მის უკანონო დევნას“, - ამბობენ მისი მხარდამჭერები.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანი წითლიძის თქმით, სამი დღის განმავლობაში ზუგდიდის მასშტაბით 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

„ამის მიზანია, რომ შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ყველა პოლიტპატიმარზე პოლიტიკური დევნა, რადგან ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა წითლიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 19 დეკემბერსს დაიწყო. პროცესი 10-დან 15 იანვრამდე დასრულდება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან