ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი

06.04.2024 02:12

ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-60-ე რაუნდი დასრულებულია. პროგრესი ამჯერადაც არ არის. რუსეთის დელეგაციამ მოსალოდნელი სცენარით იმოქმედა და დევნილების საკითხის დაყენებისთანავე შეხვედრის ოთახი დატოვა. ქართული მხარე მოლაპარაკებების ამ ფორმატში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას - მათ შორის იყო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, გახშირებული გატაცებები, ეთნიკური დისკრიმინაცია და გადაადგილების შეზღუდვა. მხარეებმა შეთანხმებას ვერც სააღდგომოდ ე.წ. გადასასვლელების გახსნის შესახებ მიაღწიეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine