ოპოზიცია საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს


მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მათი ნაწილი არ აპირებს უარის თქმას საბიუჯეტო თანხების მიღებაზე. შესაბამისი თანხმობის წერილით ცესკო-ს ათმა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა.

არჩევნების შედეგების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსება ყველა იმ პარტიას ეკუთვნის, ვინც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და სწორედ ამ შედეგის გათვალისწინებით მიიღებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საბიუჯეტო თანხებს. ბიუჯეტიდან თანხის მიღების თაობაზე თანხმობის წერილი უკვე დაწერილი აქვთ „ევროპულ საქართველოს“, ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“. ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკმა „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“. საბიუჯეტო თანხებს, თანხმობის წერილის საფუძველზე, მიიღებს „პატრიოტთა ალიანსიც“.

ჯერ შესაბამისი წერილი ცესკო-ში არ წარუდგენია ბარიერგადალახულ ოთხ პოლიტიკურ პარტიას. „ლელოში“ აცხადებენ, რომ ისინი პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ, მოითხოვონ თუ არა საბიუჯეტო თანხები, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ „ლეიბორისტულ პარტიაში“. „გირჩსა“ და პარტია „მოქალაქეებში“ კი აცხადებენ, რომ ისინი ამ მოთხოვნით ცესკო-ს არ მიმართავენ, რადგან მათთვის გაუგებარია, რატომ განაცხადეს თანხმობა თანხის მიღებაზე პარტიებმა, როდესაც ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან