სამეგრელო-ზემო სვანეთის დმო-ს ხელმძღვანელი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და თანამდებობას ტოვებს
09/28/2021
Radio Atinati-ის
მიერ
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან წულაია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა, მას მაღალი თანამდებობის პირებმა დმო-ს დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც წულაიას თქმით, ის არ დათანხმდა. ის მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდისთვის მისი აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნა მას შემდეგ გახდა არასასურველი, რაც მისმა ძმამ გახარიას გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm