ომის 37-ე დღეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მტერმა დროებით უარი თქვა კიევის ბლოკირებასა და დაკავებაზე. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რუსეთის არმია შეეცდება, საბრძოლო მოქმედებები უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში გააძლიეროს. ოკუპანტები აგრძელებენ მარიუპოლის შტურმს - ამ მიმართულებით რუსული ჯარის გაძლიერება ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბაზიდან გადასროლილი ჯარისკაცების ხარჯზე ხდება.
მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომაროება ისევ რთულია. ქალაქში არაადამიანურ ვითარებაში რჩება 170 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დღეს რუსული მხარის დაპირებით მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას. პარალელურად, რუსეთის ძალები დარტყმებს აგრძელებენ ხარკოვზეც, სადაც რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად, გაზსადენი დაზიანდა. ათასობით ადამიანი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
საერთაშორისო მედიას ჰქონდა საშუალება, დაეთვალიერებინა ქალაქი ირპენი, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ქალაქში შენობების უმეტესობა დანგრეული და გადამწვარია. გაწმენდით ოპერაციას უკრაინელები ატარებენ. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რუსეთის არმია უკან დახევის დროს ტერიტორიებს ნაღმავს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს მათზე ზურგიდან შეტევის საშუალება არ ჰქონდეთ. რუსები აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს კიევის სიახლოვეს მდებარე ქალაქ მაკირივთან, ჰოსტომელთან. ამასთან, ქალაქ ბროვარის მერი აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალებმა ბროვარის რაიონი სრულად დატოვეს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს. უკრაინის მთავრობის ცნობით, ოკუპანტებმა გასვლის წინ სადგური გაძარცვეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.