7 რამ, რაც არასდროს უნდა გააზიაროთ Facebook-ზე

02/24/2018
bii hehe-ის მიერ

სოციალური ქსელი \"ფეისბუქი\" უკვე ისეა შესული ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ფოტოების ატვირთვისა და სტატუსების წერის გარეშე ჩვენი თავი უბრალოდ ვეღარ წარმოგვიდგენია. თუმცა, ზოგჯერ ამა თუ იმ პოსტს ან ფოტოს, ძალიან მძიმე შედეგები მოყვება ხოლმე.
აი შვიდი რამ, რაც არადროს უნდა გამოაქვეყნოთ.
---------------------------------------------------------------------
ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV,ანონიმური ფაქტები
წყარო : Allnews.ge
---------------------------------------------------------------------
1. თქვენი მართვის მოწმობის ფოტო
როდესაც მართვის მოწმობას აიღებთ, ამის მტკიცებულების Facebook-ზე გამოქვეყნებისგან თავი უნდა შეიკავოთ. მოწმობაში თქვენი დაბადების თარიღი, სურათი და მისამართია ასახული - ეს ინფორმაცია კი ძალიან წაადგებათ ადამიანებს, ვისაც თქვენი პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება სურს.
2. თქვენი სამოგზაურო გეგმები.თუ შვებულებაში იმყოფებით, გამოაქვეყნეთ იმდენი ფოტო, რამდენიც თქვენს გულს გაუხარდება, მაგრამ არაფერი დაწეროთ იმის შესახებ, თუ როდის და რამდენი ხნით მიდიხართ. ქურდებისთვის ეს ძალიან ძვირფასი ინფორმაციაა.

3. ჩასხდომის ბილეთი
ბარკოდი, რომელიც თქვენს ჩასხდომის საბუთზეა ასახული, არ არის ზოგადი, ის თქვენს შესახებ ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომელზეც პირადი მონაცემების ქურდები ნადირობენ.

4. აზრი თქვენი უფროსის შესახებ
ხელმძღვანელებსაც აქვთ პირადი გვერდები Facebook-ზე, ამიტომ, რასაკვირველია, ისინიც ნახავენ, რომ წინა კვირაში თქვენ სამსახურიდან ადრე წახვედით, ყავა კი ვადაგასული რძით მოუმზადეთ.

5. ინფორმაცია თქვენი შვილების შესახებატვირთოს თუ არა შვილების ფოტოები ინტერნეტში, ეს თითოეულმა მშობელმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ თუკი თქვენ ამას გააკეთებთ, დარწმუნდით, რომ არ ტვირთავთ არაფერს ისეთს, რაც ბოროტმოქმედებს მათი სკოლის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს (მაგალითად, სკოლის უნიფორმას).

6. ინფორმაცია თქვენი სახლის შესახებ
თუკი მთელ დღეს სახლში ატარებთ, შესაძლოა, ინტერნეტში საკუთარ სახლში გადაღებული ფოტოს ატვირთვა მოგინდეთ. დარწმუნდით, რომ ამ ფოტოს მიხედვით, სახლის გეგმის გაგება შეუძლებელია. ეს გეგმა ხომ ბინის ქურდს გამოადგება.

7. სხვა ინფორმაცია, რისი გამოქვეყნებაც მერე შეიძლება ინანოთ
თავი შეიკავეთ იმის წერისგან, რაც შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ ინანოთ. ეს ეხება ყველაფერს, რასაც ნასვამ მდგომარეობაში წერთ.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ინფორმაცია არხის შესახებ :
ამ არხზე დაიდება ვიდეოები ყველანაირ თემაზე : კოსმოსი,დედამიწა,სამყარო,საინტერესო ფაქტები,მეცნიერება,შემეცნებითი ვიდეოები,ცხოველები,ყველაზე ყველაზე,ინფორმაციები ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების შესახებ.
დროთა განმავლობაში კონტენტი გაფართოვდება და უფრო დაიხვეწება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
რატომ ქვია არხს ბილი ?
ვიცი რომ საშინელი სახელია :/ მეც ისეთივე user ვარ როგორც თქვენ... ამ არხს ვიყენებდი ვიდეოების მოსაწონებლად და დასაკომენტარებლად. შემდეგ რამდენიმე ვიდეო ავტვირთე ,არ ველოდი ამდენ გამომწერს და ახლა სახელს ვერ ვცვლი ;დ

ვიდეოები „bii hehe"-ისგან