5 ადამიანი,რომელიც თვითმფრინავიდან გადმოვარდა და გადარჩა

02/23/2018
bii hehe-ის მიერ

ყველამ ძალიან კარგად ვიცით ის თუ რა დაემართება ადამიანს თუკი ის თვითმფრინავიდან გადმოვარდება.თუმცა იმ ადამიანების ისტორიები,რომლებზედაც დღეს გიამბობთ,მიგვანიშნებს იმაზე რომ გადარჩენის შანსი ყოველთვის არსებობს.
---------------------------------------------------------------------
ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
არხი მაივიდეოზე : myvideo.ge/billy
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV,ანონიმური ფაქტები
წყარო : NSK SHOW,Intermedia.ge
--------------------------------------------------------------------
1) ტიმ ლანკასტერი. 1990 წლის 10 ივნისს საჰაერო ხომალდს, BAC-111 -ს, რომელიც British Airways -ს მიეკუთნებოდა, 5273 მეტრის სიმაღლეზე მოულოდნელად წინა საჰაერო მინა გასძვრა და კაპიტანი ტიმ ლანკასტერი გარეთ გასტყორცნა, თუმცა კოლეგებმა მოასწრეს და მას ფეხებზე ჩაეჭიდნენ.იგი 21 წუთის განმავლობაში იყო ამ მდგომარეობაში, ანუ ამდენი დრო დასჭირდა მეორე პილოტს, რომ თვითმფრინავი დაესვა.მისი გადარჩენის შანსი ფაქტიურად არც არსებობდა, ბორტგამცილებელს ნაიჯელ ოდგენი მთელი ამ ხნის განმავლობაში მის ფეხს იყო ჩაჭიდებული, კოლეგები თითქმის დარწმუნებულები იყვნენ ხომალდის კაპიტანი გარდაცვლილი იყო, მათი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ გვამი მაინც არ დაეკარგათ.თუმცა სასწაულები ხდება ლანკასტერი გადარჩა..5 თვიანი მკურნალობის შემდეგ ლანკასტერი ისევ მიუჯდა შტურვალს.
2)ივან ჩისოვი -1942 წელს მფრინავი გერმანულმა \"მესერშმიტმა\" ჩამოაგდო სადგურ \"ვიაზმის\" მახლობლად, ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან ჩისოვმა მოახერხა გამოძრომა, თუმცა როდესაც პარაშუტის გახსნის დრო დადგა მფრინავმა გონება დაკარგა.7000 მეტრის სიმაღლიდან იგი შურდულივით დაეშვა მიწაზე, ბედად ციცაბო უზარმაზარ ნამქერზე დაეცა და ამის შემდეგ ინერციით კიდევ რამდენიმე წუთი მიცურავდა თოვლზე.როდესაც ჩისოვი აღმოაჩინეს ცოცხალი იყო, თუმცა რამდენიმე სერიოზული ტრავმა ჰქონდა.მფრინავი საბოლოოდ გადარჩა.
3)ლარისა სავიცკაია-1981 წლის 24 აგვისტოს ლარისა სავიცკაია მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, რეისით 811 ან 24-ით.აფრენიდან 21 წუთში, 5200 მეტრის სიმაღლეზე ან 24 სამხედრო ბომბდამშენს ტუ-16-ს შეასკდა. მიზეზი სამხედრო და სამოქალაქო დისპეტჩერების შეუთანხმლებლობა გახდა.ფუზელაჟის ერთი მონაკვეთი არყის ხეებზე დაეცა, რამაც შეამსუბუქა დარტყმის ძალა, სწორედ ამ ნაწილში იმყოფებოდა ლარისა.მან გონება დაკარგა, როცა ცნობიერება დაუბრუნდა აღმოაჩინა დაღუპულთა გვამები და მათ შორის თავის მეუღლისაც.მაშველებმა იგი მხოლოდ მესამე აღმოაჩინეს, მაშველების მოსვლამდე ლარისა თვითმფრინავის სავარძლებს წვამდა და იმით თბებოდა, ხოლო კოღოებისგან თავდასაცავად ცელოფანს იფარებდა.ლარისას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა და თითქმის ყველა კბილი დაკარგა.
4)ვესნა ვულოვიჩი-1972 წლის 26 იანვარს ჩეხეთის ტერიტორიაზე სოფელ სერბსკა კამენიცესთან რეისი JAT 367- კოპენჰაგენი-ზაგრები 10 000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, თვითმფრინავი DC-9-30 ნაწილებად დაიშალა.22 წლის ვესნა სტიუარდესად მუშაობდა, იმ დღეს იგი არ უნდა გაფრენილიყო, თუმცა იძულებული გახდა შეეცვალა სხვა ბორტგამცილებელი, რომელსაც აგრეთვე ვესნა ერქვა.კატასტროფის ადგილზე ახალგაზრდა ქალი ადგილობრივმა გლეხმა ბრუნო ჰონკემ იპოვა, კატასტროფის შემდეგ იგი 27 დღე კომაში იყო, ამის შემდეგ კიდევ 16 თვე იწვა ჰოსპიტალში, შემდეგ იგი ისევ დარჩა ავიაკომპანიაში სამუშაოდ, თუმცა უკვე არა ცაში. მას დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა, ფეხები და ხერხემალი..1985 წელს იგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, საპატიო ტიტული პოლ მაკარტნიმ გადასცა.
5)შეინა რიჩარდსონი-უნიკალურია ამ ამერიკელი გოგონას ამბავი, 2005 წელს 21 წლის გოგონამ შეასრულა თავის პირველი გადმოხტომა პარაშუტით, თუმცა ძლიერ შტოპორში მოჰყვა, მიხვდა, რა რომ დაუსრულებლად ბრზიალებდა და შტოპორიდან ვეღარ გამოვიდოდა, გადაჭრა პარაშუტის თასმები და სათადარიგო პარაშუტი გახსნა, თუმცა სათადარიგო პარაშუტი არ გაიხსნა.80 კმ სიჩქარით შეინა მოასფალტებულ ავტოპარკში თავით დაეხეთქა.გოგონა უამრავი მოტეხილობით და ჩამტვრეული კბილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.(ვარდნის სიჩქარე უდრიდა 5 სართულიან სახლიდან თავით გადმოხტომას).შეინა გადარჩა და მეტიც ერთი წლის შემდეგ იმშობიარა კიდეც.

ვიდეოები „bii hehe"-ისგან