საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე კონტროლი იწყება

27.02.2024 05:39

წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა. ავტოსადგურების საქმიანობა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი რეგულირების ქვეშ მოექცევა და მკაცრად გაკონტროლდება. კანონში შესული ცვლილება პირველ ეტაპზე სერთიფიცირების პროცესს და ნებართვების აღებას გულისხმობს. გაწერილია კრიტერიუმები და პირობები, რომლებიც მძღოლებმა საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უნდა დააკმაყოფილონ. სხვა შემთხვევაში ჯარიმები ამოქმედდება. მოუწესრიგებელი ავტოსადგურები, ანტისანიტარია, გადატვირთული რეისები, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, მუდმივი რიგები - ეს სფეროში არსებული პრობლემების არასრული ჩამონათვალია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო