გეგმიური ვაქცინაციის შემცირებული მაჩვენებელი


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და იუნისეფი ქვეყნების მთავრობებს გეგმიური ვაქცინაციის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.  

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბავშვების აცრების უპრეცედენტო ვარდნის გამო, რის შედეგადაც მსოფლიოში მილიონობით მოზარდი საშიში ინფექციების წინაშე დაუცველია. მიზეზი კოვიდპანდემიაა, რომლის დროსაც მშობლები ერიდებოდნენ შვილების სამედიცინო დაწესებულებაში, აცრაზე მიყვანას. სამწუხაროდ, გლობალური ტენდენციისგან გამონაკლისი არაა საქართველოც, სადაც წითელას, ყბაყურასა და სხვა საშიში ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია საგრძნობლადაა შემცირებული. ეს კი, როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ, ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. ამიტომ ისინი მიმართავენ მშობლებს, რომ შვილებს გამოტოვებული აცრები დაუყოვნებლივ ჩაუტარონ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან