გეგმიური ვაქცინაცია
„კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარდა, სპეციალისტები მოსახლეობას გეგმიური აცრების ჩატარებისკენაც მოუწოდებენ. პროფილაქტიკური აცრები მკვეთრადაა შემცირებული და თუ ის არ გააქტიურდება, ექიმები ოთხი წლის შემდეგ, სხვადასხვა ინფექციის ეპიდაფეთქებას პროგნოზირებენ. მსოფლიოს მასშტაბით, დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას წინააღმდეგ აცრები ბოლო სამი წლის განმავლობაში 5%-ით შემცირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის უახლესი მონაცემებით, ეს ვაქცინები, 2021 წელს 25-მა მილიონმა ბავშვმა არ მიიღო. ეს კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნაა. გარდა ამისა, ჯანმოს ცნობით, მეოთხედითაა შემცირებული პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ქალების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სპეციალისტები ვაქცინაციის მსურველთა კლებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, მათ შორისაა ის, რომ გაიზარდა კონფლიქტების პირობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, ასევე ნეგატიური როლი შეასრულა „კოვიდ-19“-მაც, რომლისგან თავდაცვის მიზნით ადამიანები ხშირად უარს ამბობდნენ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გეგმიური ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
TV IMEDI
გეგმიური ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს
TV 25
იმუნიზაციაზე საუბრის დროა - გეგმიური ვაქცინაცია
ევექსი • Evex
ექიმების გაფრთხილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გეგმიური ვაქცინაციის შემცირებული მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის შემთხვევეის რეკორდული ზრდა საქართველოში - საავ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
გეგმიური ვაქცინაციები შესაძლოა სავალდებულო გახდეს
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა - ყველაფერი გ...
TV IMEDI