ექიმების გაფრთხილება

18.04.2024 05:10

ექიმები მოქალაქეებს ინფექციების გახშირებაზე აფრთხილებენ. განსაკუთრებული აქცენტი ყივანახველაზე კეთდება, რომელიც, წინა წლებთან შედარებით, წელს 12-ჯერ არის გაზრდილი. მომატებულია წითელას შემთხვევებიც. მოიმატა კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელმა. მაღალი ცირკულაციის ერთ-ერთ მიზეზად კოვიდ-პანდემიის დროს ჩავარდნილი ვაქცინაციები სახელდება. ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, რომ იმუნიზაციის კალენდარი დაიცვან და გეგმიური ვაქცინაცია ჩაიტარონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: