გეგმიურ აცრებზე მიმართვიანობა შემცირდა

22.04.2022 03:37

გეგმიური აცრების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. ეპიდემიოლოგები კოვიდ-პანდემიის ფონზე ინფექციური დაავადებების აფეთქებას არ გამორიცხავენ. განსაკუთრებული აქცენტი წითელაზე კეთდება. იმუნიზაციის შემცირებას ექიმები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე იმ შიშს უკავშირებენ, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იყო. პედიატრები მშობლებს ბავშვების გეგმიური აცრებისკენ და გამოტოვებული ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: