#ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის_3

11/01/2020
gtavadze-ის მიერ

არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის - ნაწილი 3

დასაწყისისთვის იხ. არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის -
ნაწილი 1 -    • #ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მას...  
ნაწილი 2 -    • #ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მას...  

არჩილ ჯორჯაძის (1872-1913 წწ.) - დიდი ქართველი პატრიოტის, პირველი ეროვნული - სოციალისტურ-ფედერალისტური - პარტიის თანადამაარსებლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის შემოქმედება ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩემი მიზანია, რომ ეს ხარვეზი შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას. ფილოსოფიის არხზე აიტვირთება ვიდეოები, სადაც ჯორჯაძის შემოქმედება განსხვავებულ - ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ, პოსტკოლონიურ და სხვ. - ჭრილში იქნება განხილული. დარწმუნებული ვარ, რომ არჩილ ჯორჯაძის მრავალმხრივი შემოქმედება დღესაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

ამ ვიდეოდან შეიტყობთ:

- რითი განსხვავდებოდა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლა საქართველოში „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლისგან რუსეთში;
- ვინ იყვნენ „მონანიებით შეპყრობილი აზნაურები“ და „ახალი ადამიანები“;
- რა კავშირი არსებობს XIX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთში გავრცელებულ იდეებსა და ფრიდრიხ ნიცშეს შეხედულებებს შორის;
- რა წარმოადგენდა „საქართველოს მოამბის“ სამოქმედო პროგრამას და რაში ვლინდებოდა მისი „მატერიალისტურ-პოზიტივისტური“ მიმართულება;
- რატომ უნდა გაენებებინა ხელოვნებას თავი „უგემური ღმეჭისა და თვალების სრესისთვის“;
- როგორ გამოიყენა ილია ჭავჭავაძემ თავისი ესთეტიკური თეორიის ძირითადი დებულებები სოციალური პრობლემების გასაშუქებლად;
- რატომ იდგა ეულად „საქართველოს მოამბე“ იმ პერიოდის ქართულ საზოგადოებაში;
- რატომ აღმოჩნდა თავადაზნაურობის მოლოდინი რუსეთის მხრიდან ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე ილუზორული;
- რა შედეგი მოჰყვა „საქართველოს მოამბის“ დახურვას;
- რა როლი შეასრულა „ცისკარმა“ ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში.

ვიდეოები „gtavadze"-ისგან