ზუგდიდში რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა
ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში არსებულ ინფექციურ საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, ის უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განახლებული სამედიცინო დაწესებულება, რისთვისაც მილიონი ლარი დაიხარჯა, კორპორაცია „პრაიმედმა“ დღეს გახსნა.„გარდა ამ საავამყოფოსი, გათვალისწინებულია სხვა 12 კლინიკა საქართველოს მასშტაბით. ინფექციურ საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაიდგა სპეც-ბოქსები, ასევე PCR აპარატი. რაც შეეხება პერსონალს, არათუ, შემცირდა, პირიქით, დაემატა თანამშრომლები“, - აღნიშნა კორპორაციის წარმომადგენელმა თორნიკე ჯანაშვილმა.საავადმყოფოს გახსნას მედიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.„ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და მინდა მადლობა ვუთხრა „პრაიმედს“. ჩვენი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია ეს კლინიკა, რადგან აქ მკურნალობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე, აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები“, - თქვა ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ.კლინიკა ჩართულია C ჰეპატიტის ელინიმაციისა და ინფექციური დაავადებების სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამებში. აღნიშნული პროგრამების ძირითადი ნაწილი დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, სადაც შესაძლებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაეწიოს ყველა ასაკის პაციენტს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადგილობრივები: ზუგდიდში ახალრეაბილიტრებულ ქუჩაზე ეზოები იტბო...
Radio Atinati
გზის რეაბილიტაცია მესტიის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეაბილიტირებული გზა ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალი...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი...
Maestro Television
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati