უცხოური: ირინას რომანტიკული უქმეები, კეტი პერის ოცნება, ბრედ პიტი და ნერი ოკსმანი
* სამი წლის შემდეგაც კი, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი საკუთარ ურთიერთობაზე კომენტარს ჯერ კიდევ არ აკეთებენ, თუმცა მსოფლიო პრესის ყურადღებას ხშირად იქცევენ. გუშინ, მოდელი და მსახიობი ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირეს, როდესაც ისინი რომანტიკული უქმეებიდან ბრუნდებოდნენ. შეიკს ცნობიმოყვარე ფოტოგრაფების დანახვა არ გახარებია და ის მზის სათვალეებსა და დიდი ზომის სვიტერში დამალვას ცდილობდა. * 33 წლის ასაკში კეტი პერიმ რამდნეიმე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის მოპოვება, ცნობილ ადამიანებთან დუეტის ჩაწერა და რეალითი-შოუ American Idol-ის საპატიო ჟიურის წევრობა მოასწრო, თუმცა როგორც ჩანს, ვარსკვლავს კიდეც აქვს ოცნება და ეს ლედი გაგასთან დუეტი აღმოჩნდა. „ბევრ ადამიანს ვცემ პატივს ჩვენი ინდუსტრიიდან, ვარ მადონას უდიდესი თაყვანისმცემელი, თუმცა ვაღიარებ, რომ საოცრად მიყვარს ლედი გაგა. ის უჩვეულოდ ლამაზი, მომხიბვლელი და ჯადოსნური ქალია. ვისურვებდი, რომ ოდესმე სცენაზე მასთან ერთად მეც დავდგე“, – აღიარა პერიმ. * მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბრედ პიტისა და მისი ახალი ინტერესის ობიექტის, ნერი ოკსმანის რომანის შესახებ, მოვლენები წყვილის ცხოვრებაში ელვის სისწრაფით ვითარდება. როგორც გამოცემა Us Weekly წერს, პიტი საყვარელ ქალთან გადავიდა საცხოვრებლად. მანამდე ბრედი არაერთხელ დაუნახავთ ოკსმანის სახლთან საღამოს საათებში, საიდანაც დილით ისინი ერთად გამოსულან. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ეს არის ძალიან შეყვარებული წყვილი და ისინი ნამდვილად ბედნიერები არიან. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - / musicboxgeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
უცხოური: ჯენიფერ ენისტონის შემცვლელი, ირინა შეიკი მალიბუში,...
Music Box
უცხოური ამბები: ირინა შეიკმა ლედი გაგა ინსტაგრამზე წაშალა 28...
Music Box
უცხოური: „გრეის ანატომია“გრძელდება, ირინა შეიკის ფოტოსესია,...
Music Box
უცხოური: კეიტ უინსლეტმა კოლეგები გააკრიტიკა, ირინა შეიკი და...
Music Box
უცხოური: ლეონარდო დიკაპრიოს რომანი, ირინა შეიკის გოგონა, ჯას...
Music Box
უცხოეთის ამბები 24-05
Music Box
უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოური: რიანას ალბომი, ჯიჯი ჰადიდი, ნატალი პორტმანის ცხოვრე...
Music Box