უცხოური: ჯენიფერ ენისტონის შემცვლელი, ირინა შეიკი მალიბუში, ემბერ ჰერდის რომანი
* მიუხედავად იმისა, რომ ინსაიდერები ამბობენ, რომ ჯასტინ ტერუ ჯენიფერ ენისტონთან დაშორებას ძალიან განიცდის, მსახიობს საქციელზე ეს დიდად არ ეტყობა. ცოტა ხნის წინ, დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ ტერუ 25 წლის მხატვარს ხვდება, ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ტერუ 26 წლის მოდელით არის დაინტერესბული. წყვილი პაპარაცების ობიექტივში დიდი ხნის წინ მოხვდა, როდესაც ისინი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას ერიკა კარდენასი ჰქვია და ჯასტინმა ის სპორტდარბაზში გაიცნო. ინსაიდერის მტკიცებით, ჯერ-ჯერობით ისინი მხოლოდ მეგორები არიან, თუმცა დიდი ალბათობით ურთიერთობა სხვა ეტაპზეც მალე გადავა. * ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი წყვილი – 32 წლის ირინა შეიკი და 43 წლის ბრედლი კუპერი, სურვილის მიუხედავად პაპარაცებისგან დამალვას მაინც ვერ ახერხებენ. ამჯერად ფოტოგრაფებმა წყვილი მალიბუზე დააფიქსირეს. ისინი საყვარელი რესტორნიდან გამოდიოდნენ, სადაც რომანტიკული ვახშამი მოიწყვეს. კუპერი და შეიკი ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ და კამერებს ყურადღებას არ აქცევდნენ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, წყვილი მაინც ახერხებს ერთმანეთისთვის დროის გამონახვას. ცოტა ხნის წინ მათ მინი-შვებულებაც აიღეს და ტროპიკულ კუნძულზე განმარტოვდნენ. * დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ახლად განქორწინებულ ჩენინგ ტატუმს უკვე რომანი აქვს და მისი რჩეული მსახიობი ემბერ ჰერდია. ინსაიდერი ყვება, რომ 37 წლის ტატუმი მოხიბლულია 31 წლის ჰერდით, რომელიც ჯერ კიდევ ფილმის „სუპერ მაიკი XXL” გადაღებების დროს გაიცნო. ტაბლოიდები დაქორწინებულ მსახიობს მაშინაც მიაწერდნენ რომანს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. მათივე ცნობით, ურთიერთობის ინიციატორი ემბერია, რომელმაც როგორც კი გაიგო, რომ ტატუმის ოჯახი დანგრევის პირას იყო, აქტიურობა დაიწყო. მართალია თუ არა აღნიშნული ფაქტი, ამას დროთა განმავლობაში შევიტყობთ. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
უცხოური: ჯენიფერ ენისტონის განქორწინება, ლინდსი ლოჰანის სარწ...
Music Box
უცხოური: ჯენიფერი და ბრედ პიტი, კარა დელევინის და პერის ჯექს...
Music Box
უცხოური: ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი, შონ მენდესის ალბ...
Music Box
News Box - უცხოური სიახლეები - 27.12.2012
Music Box
უცხოური: სელენა გომესი მეგობრებთან , ბლუ აივი აუქციონზე, ჯენ...
Music Box
უცხოური: „ინსტაგრამული" ომები, ელიზაბეტ II-ეს საქოწინო საჩუქ...
Music Box
უცხოური: ჯასტინ ტიმბერლეიკი 37 წლის, რონალდო შვილებთან ერთად...
Music Box
უცხოური: დიკაპრიო დიეტაზე, ალისიას და მაიკლის ქორწილი, ჯეი ლ...
Music Box