უცხოური: ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი, შონ მენდესის ალბომი, მოძალადე მორგან ფრიმენი
* ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი განუყოფელი წყვილია – ისინი ღონისძიებებზეც ერთად დადიან, უქმეებს ერთად ატარებენ და როგორც აღმოჩნდა ერთადაც ვარჯიშობენ. ამ დღეებში პაპარაცებმა ისინი სატრენაჟორო დარბაზთან გადაიღეს. როგორც აღმოჩნდა, მომღერალმა და სპორტსმენმა ერთობლივი ვარჯიშის სისტემაც შეიმუშავეს, რომელიც ორივეს ორგანიზმს იდეალურად ერგება. მომავალში კი, ისინი საპორტულ პროგრამის შედგენას გეგმავენ იმ წყვილებისთვის, ვისაც შედეგის ნახვა ერთად სურს. * კანადელმა მომღერალმა, შონ მენდესმა ალბომი სახელწოდებით „Shawn Mendes“ გამოუშვა. დისკი რიგით მესამეა მუსიკოსის დისკოგრაფიაში და მასში აქამდე გამოსული სინგლები „In My Blood“ და „Lost in Japan“ შევა. შეგახსენებთ, რომ მენდესის უკანასკნელი ალბომი „Illuminate“ 2016 წელს გამოვიდა და ჯანადისა და ამერიკის ჩარტების სათავეებში მოექცა. * ცოტა ხნის წინ, მსახიობი მორგან ფრიმენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ფილმების, „სიცრუის ილუზია“ და „ვადაგასული ბანდიტები“ გადასაღებ მოედანზე, რამდენიმე მსახიობის თქმით, ის მუდმივად ავიწროებდა მათ და უხერხულ კითხვებს უსვამდა. ამ ფაქტის გამო, ფრიმენმა ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა: „ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც დისკომფორტი შევუქმენი ან უნებლიედ დავამცირე. ეს არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი“, – განაცხადა მსახიობმა. მისი თქმით, ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც მოსწონს, რომ სხვებს უხერხულ მდგომარეობაში ამყოფებს და ამისი დამტკიცება შეუძლია ყველას, ვისაც მასთან უმუშავია. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
უცხოური: კეტისა და ორლანდოს რომაული არდადეგები, ბიონსე და ჯე...
Music Box
უცხოური: დევიდ ბექჰემი და ბელა ჰადიდი, ჯასტინ ბიბერი და სელე...
Music Box
უცხოური: დიკაპრიო დიეტაზე, ალისიას და მაიკლის ქორწილი, ჯეი ლ...
Music Box
უცხოური: სელენა გომესი მეგობრებთან , ბლუ აივი აუქციონზე, ჯენ...
Music Box
უცხოური: ჯასტინ ტიმბერლეიკი 37 წლის, რონალდო შვილებთან ერთად...
Music Box
News Box - უცხოური სიახლეები - 27.12.2012
Music Box
უცხოეთის ამბები 08-06
Music Box
უცხოური: ჯენიფერ ენისტონის შემცვლელი, ირინა შეიკი მალიბუში,...
Music Box