ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა რუსთავში.


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილმა და რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მონიტორინგის ფარგლებში, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახილეს.


აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ქალაქში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 11 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - დასრულების ფაზაშია გ. ლეონიძის სახელობის სკვერი, აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტოსადგომის მშენებლობა, საფეხმავლო ბილიკები ეწყობა, სააკაძის, ბათუმის, გარეჯისა და კონსტიტუციის ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტი ხორციელდება ჯავახიშვილის სახელობის ქუჩაზე, სადაც შესაბამისი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.
#ქვემოქართლი2020
#რუსთავი2020
#ინფრასტრუქტურა2020

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან