რატომ აპროტესტებენ ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყეების დასახმარებლად მილიონი დოლარის გადარიცხვას?

10/23/2019

ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყეების სარეაბილიტაციო ფონდში მილიონ ასი ათასი დოლარის გადარიცხვას ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ისინი ქველმოქმედებას ცინიკურს და ფარისევლურს უწოდებენ, რადგან მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა აჭარიდან და აბასთუმნიდან ათობით ასწლოვანი ხე გადაიტანა, რამაც გარემოს ზიანი მიაყენა.
ქართული ოცნების წევრი ცოტნე ანანიძე, ოპონენტების განცხადებას ალოგიკურს უწოდებს. მისი თქმით ივანიშვილის ოჯახი საქართველოსა და საზღვარგარეთ არა ერთ საქველმოქმედო აქტივობას ეწევა. „ქველმოქმედებაზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლობა”-ასე გამოემხმაურა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი.

#ბონდო_თედორაძე

ვიდეოები „აჭარა ენმ / Adjara unm"-ისგან