„ქართული ოცნების“ წევრები რამდენიმე საათში შეიკრიბებიან


„ქართული ოცნების“ წევრები რამდენიმე საათში შეიკრიბებიან
„ქართული ოცნების“ წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე საათში შეიკრიბებიან. უმრვლესობის სხდომა 18:00 საათზე უნდა დაიწყოს. შეხვედრას, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დაანონსებულ საკითხებს შორის არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა და საარჩევნო საკითხები. რაც შეეხება ვარაუდს, მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში დეტალებს არ აკონკრეტებენ.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერებაა აუცილებელი. რაც შეეხება შეკითხვას, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება თუ არა პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ მოსმენა აუცილებლად შედგება. თუმცა, უფრო მეტი ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით, მოგვიანებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან