პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები

12.12.2023 01:11

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან ხუთი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან გოგონასთან დაამყარა. ორი დაზარალებული არასრულწლოვანისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო კი საჯაროდ განათავსა რითაც დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა. ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმე გახსნა და დანაშაულში 3 პირი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე გოგონამ facebook messenger-ის საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა. დანაშაულში გამოვლენილი სამი არასრულწლოვანის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა. რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 10 პირს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე
00:45

დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი
01:14

სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოსო გოგაშვილის სასამართლო
01:24

სოსო გოგაშვილის სასამართლო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დეპუტატებმა, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, ფარულ ჩანაწერებზე გააკეთეს კომენტარი
01:07

დეპუტატებმა, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, ფარულ ჩანაწერე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავა
00:21

პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გორში ერ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე
00:59

დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ მარნეულში პირადი ცხოვრების  საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავა
00:23

პოლიციამ მარნეულში პირადი ცხოვრების  საიდუმლოს ხელყოფის ბრალ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ზ.გ-ს ბრალდება წარუდგინა
00:58

პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხ...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო