პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, გორში დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ "ფეისბუკის" დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
პოლიციამ მარნეულში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შენახვა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სათამაშო თოფების სკანდალიდან პირადი ცხოვრების ხელყოფამდე. პ...
ტვ პირველი • TV Pirveli
ფარული ჩანაწერების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ხუთი წევრი პოლიციამ გამოკითხა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასრულწლოვნებთან ინტიმური ხასიათის მიმოწერისთვის, 30 წლის მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster