დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში, ინტერნეტსივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის სხვადასხვა ჯგუფებში, განცხადებებს ანთავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ ფოტოგრაფი იყო და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. გარდა ამისა, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალბატონებს ძიძის/მომვლელისა და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის - ნუკრი ჯიოშვილისა და ივანე ჯაიანის სახელით, რის შემდეგაც შედიოდა მათთან კომუნიკაციაში და ცდილობდა ნდობის მოპოვებას. ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტოვიდეო ფაილს. ბრალდებული, ასევე, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რა დროსაც იგი ფარულად, უკანონოდ ახდენდა დაზარალებულებთან სქესობრივი კავშირის ვიდეოგადაღებას და დაარქივებას. შემდეგ მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების მოპოვებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაალ ლატარია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებას...
TV IMEDI
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე
TV IMEDI
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე
TV IMEDI
დაკავება თანხის გამოძალვის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster