რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. 4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, გათვალისწინებულია სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტომ, რუსთავში, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში, განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასების პროცესი უკვე დაიწყო. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი ქულა მიენიჭება. რუსთავში, იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახის განსახლება მომდევნო წელს იგეგმება. მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი, თბილისში, ცოტა ხნის წინ განსახლდა. ამ ეტაპზე, რუსთავის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადებ...
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილთა სამინისტრომ ბინების შესასყიდად კონკურსი დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბინები დევნილებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფომ 66 დევნილ ოჯახს რუსთავში ბინები გადასცა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ღამის კურიერი - ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო“ - არჩ...
14/04/2015
რუსთავის მერია
14/04/2015
დავით ჯიქია