ბინები დევნილებისთვის

21.08.2021 00:59

იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების 4-წლიან გეგმასთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 2021-24 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8 000-მდე ბინა აშენდება. სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ვადების, ბიუჯეტისა და ადგილმდებარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: