პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე რუსთავში, ფალიაშვილის ქ. #24ა-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
აქცია პროექტის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’ ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, რუსთავის მერიისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო.
აქცია პროექტის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’ ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, რუსთავის მერიისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო.