შვილი გირჩევნიათ თუ რძალი?-მაჟორიტარი დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

05/12/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კულტურის სახლში შეკრებილ დევნილებს მიმართა და გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამეგრელოსა და აფხაზეთს გეზი წინსვლისკენ აქვს აღებული.

\"2016 წელს, როცა სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან. მან თქვა: მე რძალი ვარო თქვენი (მა ნოსა ვორექ თქვან). გეგა არის ჩვენი შვილი. ნამ გისხუნნა-ნოსა თუ სკუა უდეს? (რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ) ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენეგლიას\", - მიმართა მან დევნილებს.

კომბინატის კულტურის სახლ \"ოდიშში\" დევნილებს ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟოირტარი დეპუტატები შეხვდნენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან