ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი - ტექნიკური ხარვეზი თუ გახარჯულის საფასური
02/16/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის მოსახლეობა გაზრდილ კომუნალურ გადასახადებზე საუბრობს. მათი თქმით, ელექტროენერგიის გადასახადი, წინა თვეებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.
კუიბიშევის ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნულის მიზეზს ვერ ხსნიან. ისინი შესაბამისი სამსახურებისაგნ რეაგირებას და პრობლემის არსში გარკვევას ითხოვენ.
„წინა თვეს მომივიდა 60 ლარი გადასახადი. ამ თვეს 15 დღე სახლში არ ვიყავი და 115 ლარი მაქვს გადასახდელი. გაურკვეველი სიტუაცია დამხვდა. ვინმესთვის მიმართვას აზრი არა აქვს, მოვლენ, შეამოწმებენ, იტყვიან, რომ წესრიგშია მრიცხველი და წავლენ“, - თქვა რადიო „ათინათთან“ საუბრისას თათია ქეცბაიამ.
ამავე ქუჩაზე მცხოვრები კვარაცხელიების ოჯახის წევრების მტკიცებით, ისინი უმეტესად ბუნებრივ აირს მოიხმარენ, თუმცა გასულ თვეს ელექტროენერგიაზე გადასახადი 100% - ით გაეზრდათ.
„შუქზე არ გვაქვს არც აბანო, არანაირი გამათბობელი, არც ელექტრო ჩაიდანი, მხოლოდ ნათურებისთვის, კომპიუტერისა და ტელევიზორისთვის ვიყენებთ“, - აღნიშნა მაია კვარაცხელიამ.
იგივე პრობლემა აქვთ ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებსაც. ბენო ჯაბუა ამბობს, რომ გადასახადი მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი არ არის.
„ადრე 15 ლარს თუ ვიხდიდით, ახლა 25 - დან 30 ლარამდე მოდის ქვითარი, თუმცა ისევე მოვიხმართ, როგორც წინა თვეებში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბენო ჯაბუამ.
გაორმაგებული საფასურის გადახდა მოუწევს ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებ დევნილების ოჯახსაც. თეონა ანთია დარწმუნებულია, რომ ელექტროენერგია იანვარში ზუსტად იმ ოდენობით მოიხმარა, როგორც წინა თვეებში, თუმცა 40 ლარის ნაცვლად, 80 ლარის გადახდა მოუხდა.
„ბავშვებს მოვაკელი და სიმწრით გადავიხადე 80 ლარი. განცხადება დავწერე, მოვიდნენ და მითხრეს, ყველაფერი მწყობრშია და რასაც ხარჯავთ, იმდენს წერთო“, - აღნიშნა თეონა ანთიამ.
მოსახლეობის პრეტენზიების პასუხად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ტარიფები გაზრდილი არ არის და არც დაანგარიშების სისტემა შეცვლილა.
„იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მის მრიცხველზე დარიცხული კილოვატსაათების სიზუსტეში, პირველ რიგში, უნდა მიმართოს მომსახურების ცენტრს განცხადებით, სადაც თითოეული აბონენტის საკითხს განიხილავენ. ასევე, შესაძლებელია კომპანიასთან ცხელი ხაზის საშუალებით დაკავშირება“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რადიო „ათინათმა“ მოქალაქეები ქუჩაშიც გამოკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, ელექტროენერგიაზე გადასახადი საგრძნობლად გაეზარდათ.
ცნობისთვის, ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2016 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცა. მოქმედი დადგენილების მიხედვით, ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა:
1 კილოვატის ღირებულება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის(დღგ–ს ჩათვლით)
1.0–101 კილოვატ/ საათის ჩათვლით – 12.95 თეთრი;
2.101–301 კილოვატ/საათის ჩათვლით – 16.93 თეთრი;
3. 301 კილოვატ/საათიდან ზევით– 21.45 თეთრი.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/