მედიის წარმომადგენლებმა მთავარ პროკურატურაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს

16.07.2021

მედიის წარმომადგენლებმა მთავარ პროკურატურაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს, რომლის მიხედვითაც პლატფორმა „ალტ-ინფოს“ წევრების და მისი საქმიანობის დასადგენად, გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მედიის წარმომადგენლებს კითხვები აქვთ მთავარ საგამოძიებო უწყებებთან, ხომ არ დაინტერესდა თავად პროკურატურა „ალტ-ინფოს“ საქმიანობით, რადგან ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის ვიდეოები ძალადობრივ განცხადებებს შეიცავს. ასევე, მედიის წარმომადგენლებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ 5 ივლისის კონტრაქციების მთავარი ორგანიზატორები და ის ადამიანები, რომლებიც მედიაზე თავდასხმის მითითებებს გასცემდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო