ცვლილება ჯანდაცვის შესახებ კანონში
81 მომხრე, არცერთი - წინააღმდეგი. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით. ამ რეგულაციის კანონმდებლობაში ასახვას ვაქცინის მწარმოებლები ყველა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგანაც ითხოვენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისა და საკითხის მომხსენებლის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს და საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ვაქცინის მიღება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, პარლამენტი საბოლოოდ ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავ...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
ღამის კურიერი - არჩევნები 2020
პარლამენტმა მთავრობას პანდემიის მიზეზით, შემზღუდავი ღონისძიე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
კვლევა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადებები ჯანდაცვის სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
#მოამბე 21 საათზე, პირველი მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი შვიდეულის სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster