ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა მუზეუმის ეზოში დასაქმების ფესტივალი სახელწოდებით „ჩვენ გეძებთ შენ“ გაიმართა. სამსახურის მაძიებლებს 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარ ვაკანსიები და სტაჟირებები წარადგინეს. აღნიშნული ფესტივალი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, უმუშევრობის პრობლემა აქტუალურია და ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობას.
„დღემდე ყველა კვლევა მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო აჩვენებს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება დასაქმება. ამდენად ყოველი ღონისძიება, რომელიც დასაქმების თემატიკას ეხება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან აქ წარმოდგენილი შეეცდებიან, რომ იპოვონ მათთვის საჭირო მუშა ხელი და დაასაქმონ ისინი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ სერვისების გააქტიურება, რომელიც ხელს შეუწყობს სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობას“, - აღნიშნა ქვარაიამ.ფესტივალის ორგანიზატორის HR hubb-ის დირექტორის ანა ნავდარაშვილის თქმით, მათი მოლოდინია, რომ დღევანდელი ღონისძიების შედეგად მინიმუმ ასი ადამიანი დასაქმდება.
„ეს არის ფესტივალი სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც წარადგინეს აქტიური ვაკანსია. დღეს დადიანების სასახლის ეზოში ადამიანებს შეუძლიათ გაესაუბრონ ამ კომპანიებს და იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, რეგიონებზე, რათა მათ იპოვონ სამსახური“, - თქვა მან.აღნიშნული ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი წულეისკირმა. მისი თქმით, დასაქმების მსურველთა რამდენიმე სი ვი უკვე მიიღეს.
ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა მოისმენენ წარმატებული ადამიანების გამოსვლებს კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. გარდა ამისა ფორუმზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების მიერ შესრულებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჰიმნი \"ჩემი საქართველო აქ არის\" გაჟღერდა. მას საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები, სამსახურის მაძიებლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association -ის ხელშეწყობით ხორციელდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/