"ჩვენ გეძებთ შენ" - ახლაგზრდების დასაქმების ფესტივალი იწყება

03.07.2018 10:01

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტის ფარგლებში ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში, საქართველოს 4 რეგიონში (კახეთი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი) ჩატარდება არასტანდარტული კონცეფციის დასაქმების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანია შესაბამისი ვაკანსიებით. #ჩვენგეძებთშენ www.hrhub.ge www.studentjob.ge

გაზიარება: