ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია ჩინურ ვაქცინებს, თუმცა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯანმო-ს ექსპერტებმა უკვე გამოაქვეყნეს. პროცედურის მიხედვით, ავტორიზაციის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლოს იქნება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის მიხედვით, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საშუალოდ 78,1 პროცენტია. ამ ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ ცდების დროს „სინოფრამის“ ვაქცინას მწვავე ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი არ გამოუწვევია. რაც შეეხება „სინოვაკის“ ვაქცინას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, ეფექტურობა 67 პროცენტია, ხოლო სიკვდილიანობა 80 პროცენტით არის შემცირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში „სინოვაკის“ ვაქცინის ორი დოზა ახდენს „კოვიდ-19“-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში მიიღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაქცინაციის ახალი ეტაპი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადღესასწაულო და უქმე დღეებში დაწესებული შეზღუდვები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სინოვაკით“ ვაქცინაცია იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 22 საათზე, 2 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნება“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს / დიალოგი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმი“ დაამტკიცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster