ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება

15.04.2021 07:26

საქართველოში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების შეკავება ვერ ხერხდება.

შედეგი გაორმაგებული დღიური მაჩვენებლებია. დღევანდელი კოვიდ-სტატისტიკა 1 030-ს შეადგენს. მთავრობა აკვირდება, რა გავლენას იქონიებს რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება ეპიდემიოლოგიურ სურათზე. სწორედ ამ მიდგომით ცდილობს ხელისუფლება ნოემბერ-დეკემბრის სურათის თავიდან აცილებას და ეკონომიკური აქტივობების შენარჩუნებას. მკვეთრად იზრდება კლინიკებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა. ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკა გამოჯანმრთელებულთა რიცხვს საგრძნობლად აღემატება. შესაძლოა, ხვალ გახდეს ცნობილი, დაიწყება თუ არა ჯანმო-ს ავტორიზაციამდე საქართველოში შემოტანილი ჩინური „სინოფარმის“ 100 000 ვაქცინის გამოყენება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog