საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება

20.04.2021 04:38

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე საავადმყოფოებზე ზეწოლა იზრდება. ამ მომენტისთვის კლინიკებში დაკავებულია 3 000-ზე მეტი ადგილი. წამყვან კოვიდ-კლინიკებში ადგილების დეფიციტია. ეპიდემიოლოგების მოწოდებები და პროგნოზები მძიმდება. ვარაუდობენ, რომ პიკური პერიოდი აპრილის ბოლოს იქნება. ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციისთვის იგეგმება კოვიდ-კლინიკების დამატება. 27 აპრილიდან, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ჩინურ „სინოფარმზე“ დარეგისტრირება. თუმცა ვაქცინას ჯანმო-ს ავტორიზაცია ისევ არ მიუღია. ქვეყანაში შემოტანილი ჩინური ვაქცინა 18 წელს ზემოთ ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო