დაკავება „სპარის“ კონსულტანტის დაჭრის ფაქტზე


ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე, სამართლადამცველებმა ერი პირი ცხელ კვალზე აიყვანეს. 35 წლის მამაკაცი პირობითი მსჯავრის ქვეშ არის. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა „სპარის“ კონსულტანტს, ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დანით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის მდგომარება სტაბილურია. პაციენტი თბილისის ცენტრალურ კლინიკაში რჩება, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დასაკეცი დანა, ასევე, პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან