რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
უკრაინული მედია ბოლო ბრძოლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის დამცველებმა შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინიზე განლაგებული რუსული ძალების პოზიციებს მიაყენეს დარტყმა, მართვის ცენტრში შეაღწიეს და მტრის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „სტრელა 10“ გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მტრის საერთო დანაკარგი 16 სამხედრო, 12 ტანკი და 4 ერთეული საავტომობილო ტექნიკაა. მათგან ორი ჯავშანტრანსპორტიორია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაივის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტზე - შიროკოეზე, ნოვოპეტროვკაზე და ლიუბინოზე კონტროლი აღადგინეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში რუსი სამხედროები წინსვლას ცდილობდნენ, თუმცა, დიდი ზიანი განიცადეს და უკან დაიხიეს. ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო და საგზაო ხიდზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. სარაკეტო იერიშის შედეგად, რკინიგზის თანამშრომლები არ დაშავებულან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster