#მოამბე 21 საათზე, 10 ივნისი, 2021 #LIVE

10.06.2021 01:10:05

• ევროპის საბჭოს გზავნილი მოსკოვს და დასავლეთის ბერკეტები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად - რუსეთი 2006 წელს დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდას აგვიანებს, რისთვისაც სტრასბურგიდან გაფრთხილება მიიღო • მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიას შესაძლოა, დაფინანსება შეუწყდეს - პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრა გადაიდო; მმართველი გუნდის ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი რეპრესიად აფასებს • ფსიქიატრიულ დაწესებულებათა მონიტორინგის უახლესი ანგარიში და შემაშფოთებელი გარემოებები - სახალხო დამცველის აპარატი პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და კლინიკებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს, რასაც კლინიკის ხელმძღვანელები არასაკმარისი დაფინანსებით ხსნიან • „SHARK საქართველო“ - ახალი მეგა-პროექტი საქართველოს პირველ არხზე - უნიკალური შანსი ბიზნეს-იდეის ავტორებისთვის და ქართული ინვესტიცია ქართული ბიზნესისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: