ალგეთის ღვინის მეურნეობის დასახლება მიმდინარე წელს სასმელი წყლით მომარგდება

01/09/2020
Municipality of Marneuli-ის მიერ

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში, ალგეთის ღვინის მეურნეობის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობმემურ საკითხს სასმელი წყლის უზრუნველყოფის საკითხი წარმოადგენს.

მერმა, ადგილობრივებს, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, დაგეგმილი მასშტაბური პროექტი გააცნო, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის ახალი ქსელების მოწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტში 2020 წელში, ფართომასშტაბიანი სამუშაოებია დაგეგმილი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის, ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის სოფლების წყამომარაგება.

მასშტაბური პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც გამოყოფილია 3 150 685 ლარი;

მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას, გარდა აღნიშნული პროექტისა, მათი სოფლის წინაშე არსებული სხვა საჭიროებებიც გამოიკითხა და მათთან ერთად, გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

http://www.marneuli.gov.ge/siaxleebi1...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან