მერი კაპანახჩის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემის თაობაზე შეხვდა
კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, ალგეთის ღვინის ქარხნის დასახლების მოსახლეობა, სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ადგილობრივებმა აღნიშნეს, სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან დახმარებას ითხოვენ. შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით დაწყებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მერის განცხადებით ორ თვეზე მეტია ამ პრობლემასთან დაკავშირებით სისტემატური მუშაობა მიმდინაროებს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულს სასმელი წყლით შპს ,,რუსთავწყალი“ ამარაგებს. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ცენტრალური მილსადენი ამორტიზებულია, რის გამოც დიდია წყლის დანაკარგი, შესაბამისად მოსახლეობის მხრიდან დავალიანებასთან ერთად, კომპანიისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. ამასთანავე, მილსადენის დაზიანებები იწვევს წყლის მიწოდების წნევის ვარდნას და არსებული წნევით შეუძლებელია მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ნორმალურ რეჟიმში მიწოდება. ვინაიდან საკითხი არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას და მოქმედი (კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ) კანომდებლობის შესაბამისად სცილდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, მწვავე პრობლემის გადაჭრა მყისიერად ვერ ხერხდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს მოლაპარაკებას, შ.პ.ს „რუსთავწყალი“-თან, პრობლემის გადაჭრის მიზნით, შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად. http://marneuli.gov.ge/…/1897-meri-ka...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
ალგეთის ღვინის მეურნეობის დასახლება მიმდინარე წელს სასმელი...
Municipality of Marneuli
მღვდელმსახურებმა ჯვრის მონასტერი დაკეტეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერი
esebuatamara
მერი.
Allure Chanel
მერი..
Allure Chanel
მერი
Allure Chanel
მერი
giji poeti
მერი
Maia Qvlividze