ეროვნული საინვესტიციო სააგენტო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, - ცვლილება, რომელიც სააგენტოს საინვესტიციო მოლაპარაკებებში უკეთესი ბერკეტებით უზრუნველყოფს და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის საქმეში მის ეფექტიანობას გაზრდის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საინვესტიციო სააგენტოს ანგარიშვალდებულება პრემიერ-მინისტრის წინაშე, საგრძნობ წვლილს შეიტანს სამინისტროების უკეთესი კოორდინირების საქმეში და ყველა დონეზე ინვესტორთათვის გამარტივებულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლზე, დაგეგმილ პროექტებსა და ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ ეკონომიკურ მომავალთან დაკავშირებით მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემო აქვს ბიზნესის წარმოებისთვის; მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით; The Heritage Foundation-ის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური გარემოს კატეგორიაში; TRACE Matrix ინდექსში საქართველო, ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის დაბალი რისკების შეფასების კუთხით, მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა; ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, რომელიც საქართველოს 900-მილიონიან ბაზარზე გასასვლელს, გლობალურ ბაზრებსა და მიწოდების ქსელებში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო დამაჯერებლად იბრუნებს თავის ბუნებრივ როლს, როგორც რეგიონული ცენტრი. ვრცლად იხილეთ :http://irakligaribashvili.ge/?p=6175
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტ...
culturegovge culturegovge
გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები ჰოლანდიის მთავრობის წევრებთა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეროვნული წარმოების გამოფენა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
100 საინვესტიციო შესაძლებლობა ბიზნესს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
რეგიონში მეღვინეობის საინვესტიციო პოტენციალი
Radio Atinati
საპენსიო დანაზოგების მართვის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster