ვითარება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ოფისთან

15.02.2021 03:38

ზურაბ ჯაფარიძე მისი დალუქული ბარის კვლავ გახსნას გეგმავს. ბარი სახელწოდებით „ჯაფარასთან“ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა თვითნებურად ორი დღის წინ გახსნა. მას აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო ჯერ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, განმეორებითი შემთხვევის გამო კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მისი ბარი დაილუქა. ჯაფარიძის თქმით, ის მიზანმიმართულად აღრვევს კანონს, რადგან მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაციები ადამიანების უფლებებს ზღუდავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: