ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი წუხილსა და იმედგაცრუებას გამოთქვამს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციების საწინააღმდეგოა. „ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო მიზეზის გარეშე დანიშნა და როგორც ცნობილია, მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნასა და დამოუკიდებლობას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციისთვის აუცილებელია“, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლების განცხადებაში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრებიან. მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, განცხადებები გაავრცელეს ასევე ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მათი მოწოდება არაფერს ნიშნავს -კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას საქართვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უვადო მოსამართლეების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უვადო მოსამართლეების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უვადო მოსამართლეების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster